კარლ ლუისი - აშშ-ში დიდი პრობლემაა, ჩვენი პრეზიდენტი რასისტი და სექსისტია
კარლ ლუისი - აშშ-ში დიდი პრობლემაა, ჩვენი პრეზიდენტი რასისტი და სექსისტია

მძლეოსნობაში ცხრაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კარლ ლუისმა გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ლეგენდარულმა ამერიკელმა კომენტარი გააკეთა აშშ-ში მომხდარ მასობრივ სროლაზე, რომელიც, მათ შორის, ანტიიმიგრაციული პოლიტიკით იყო გამოწვეული.

„ჩვენთან ამერიკაში კოლოსალური სირთულეებია, ბევრი პრობლემა იქმნება. ჩვენი პრეზიდენტი – რასისტია, მიკერძოებული, სექსისტი. ის საკუთარი თავის გარდა, არავის სცემს პატივს. ასე რომ, ჩვენი ქვეყანა დიდი გამოცდი წინაშე დგას“, – თქვა ლუისმა.

ყოფილმა სპორტსმენმა ასევე მხარი დაუჭირა მოწოდებას – გათანაბრდეს მამაკაცთა და ქალთა საპრიზო თანხები.

„ჩემს ცხოვრებაში ძლიერი ქალი რომ არ ყოფილიყო, მე დღეს აქ არ ვიჯდებოდი. დედაჩემი გახლდათ პიონერი.
რეალობა ის არის, რომ ცხოვრებაში ბევრი ცრურწმენა და მავნე ტრადიცია არსებობს, ეს კი შიშს წარმოქმნის. ჩვენ გვეშინია შევქმნათ ამგვარი შესაძლებლობა – თანაბარი გავხადოთ შრომის ანაზღაურება. მაგრამ სხვადასხვა გუნდის სპორტსმენები არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ასე რომ, მე მხარს ვუჭერ თანაბარ საპრიზოებს“, – დაამარტა მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა.