კარლ ჰარცელი – სალომე ზურაბიშვილმა აქცენტი გააკეთა იდენტობასა და ამ ქვეყნის მიმართულებაზე, რაც შესანიშნავი საწყისი წერტილია, რომ გაგრძელდეს განხილვები სხვადასხვა მხარეებს შორის

16:30, 04.03.2020

სალომე ზურაბიშვილმა აქცენტი გააკეთა იდენტობასა და ამ ქვეყნის მიმართულებაზე, რაც შესანიშნავი საწყისი წერტილია, რომ გაგრძელდეს განხილვები სხვადასხვა მხარეებს შორის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„მე თავმდაბალი დიპლომატი ვარ და არ ვარ სიტყვით გამოსვლების მიმომხილველი.

ვფიქრობ, რომ გამოსვლამ მოიცვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხი, მათ შორის, ის აქცენტი, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა იდენტობაზე და ამ ქვეყნის მიმართულებაზე. ვფიქრობ, შესანიშნავი საწყისი წერტილია, რომ გაგრძელდეს განხილვები სხვადასხვა მხარეებს შორის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი