კარლ-ენტონი თაუნსი „მინესოტასთან“ 190-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს
კარლ-ენტონი თაუნსი „მინესოტასთან“ 190-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს

„მინესოტას“ ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. როგორც ESPN იტყობინება, მხარეები ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ამ დროის განმავლობაში 22 წლის კალათბურთელი 190 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ასევე ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ბონუსები სხვადასხვა მიღწევისთვის, მაგალითად, MVP-ის ტიტულის მოპოვებისთვის.

თაუნსმა გასული სეზონის რეგულარულში 82 მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს, საშუალოდ, 21.3 ქულითა და 12.3 მოხსნით დაეხმარა.