„ლივერპულის“ მეკარე ლორის კარიუსი, შესაძლოა ბერლინის „ჰერტაში“ გადავიდეს.
26 წლის მეკარე გერმანიაში იმყოფება და დაინტერესებულია დედაქალაქურ კლუბში ტრანსფერით. „ჰერტა“ ჯერ კიდევ მარტში იჩენდა ინტერესს კარიუსის მიმართ, რომელმაც შეწყვიტა საიჯარო ხელშეკრულება თურქულ „ბეშიქთაშთან“. ახლა, მეკარე და ბერლინური კლუბი მზად არიან კონტრაქტის გასაფორმებლად.
კარიუსი და „ბეშიქთაში“ აპრილის ბოლოს დაშორდნენ ერთმანეთს იმის გამო, რომ კლუბს ფეხბურთელის მიმართ სახელფასო დავალიანება დაუგროვდა. ფეხბურთელმა „ბეშიქთაშს“ უეფა-ში უჩივლა.
კარიუსის კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. თუმცა, ინგლისური კლუბი ვერ ხედავს გერმანელ მეკარეს თავის შემადგენლობაში და ზაფხულში მის გაყიდვას შეეცდება.