კარის რეკორდი და ზაზას პირველი ქულები სუპერფინალში - "ვორიორსი" 2-0 დაწინაურდა
NBA-ს სუპერფინალში “გოლდენ სტეიტი” 2-0 დაწინაურდა. “ორაკლ არენაზე” გამართული მეორე მატჩი პირველისგან განსხვავებით “ვორიორსის” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა (122-103).
სტივ კერის გუნდი უპიარესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა. მოქმედი ჩემპიონის რიგებში საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელმაც 33 ქულასთან ერთად მორიგი რეკორგი დაამყარა. სტეფმა 9 სამიანი ჩააგდო, რაც ლიგის პლეი ოფში საუკეთესო მაჩვენებელია.
სუპერფინალში პირველად გამოჩნდა ზაზა ფაჩულია. ქართველი ცენტრი უკანასკნელ მეოთხედში შევიდა პარკეტზე. არასრულ 4 წუთში ზაზამ 6 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. 26 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს კევინ დიურანტმა. კლეი ტომპსონის ანგარიშზე 20 ქულაა.
კლივლენდის” რიგებში საუკეთესო კვლავ ლებრონ ჯეიმსი იყო, რომლის ანგარიშზე 29 ქულა, 9 მოხსნა და 13 პასია. კევინ ლავმა 22 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. სუპერფინალის მომდევნო რიგით მესამე შეხვედრა 7 მაისს ამჯერად უკვე “კავალიერსის” მშობლიურ “ქუიქენ ლოანს არენაზე” შედგება.