კარის ლევერმა საკუთარ დაბადების დღეს „ბრუკლინთან“ კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა
კარის ლევერმა საკუთარ დაბადების დღეს „ბრუკლინთან“ კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა

„ბრუკლინში“ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე ძირეული ცვლილებები მოხდა. „ნეთსის“ რიგები დატოვა დეანჯელო რასელმა, რომელიც „გოლდენ სტეიტ ვორიორზს“ შეუერთდა.

სამაგიეროდ, ბრუკლინელები კაირი ირვინგითა და კევინ დურანტით გაძლიერდნენ. ამერიკული მედიის, კერძოდ კი ჟრნალისტ ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, გუნდმა კონტრაქტი კარის ლევერთან გაახანგრძლივა. ვოჟნაროვსკის მტკიცებით, ლევერი „ნეთსში“ კიდევ 3 წელი დარჩება და ამ დროის მანძილზე $52 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ახალგაზრდა კალათბურთელმა კონტრაქტი საკუთრ დაბადების დღეზე გააფორმა. 25 წლის კალათბურთელი „ნეთსში“ 2016 წელს მივიდა და მიუხედავად ტრავმისა, იმ სეზონზე გამართულ 40 მატჩში საშუალოდ 13.7 ქულას, 3.9 პასსა და 3.8 მოხსნას აგროვებდა.