კარის 44 ქულა და "გოლდენ სტეიტის" იოლი გამარჯვება "კლიპერსთან"
კარის 44 ქულა და "გოლდენ სტეიტის" იოლი გამარჯვება "კლიპერსთან"

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ყველა ვარსკვლავის მატჩის შემდეგ კვლავ განახლდა. მოქმედმა ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტ ვორიორსმა” საკუთარ ორაკლ არენაზე ლოს ანჯელეს კლიპერსს უმასპინძლა და 7 ქულის სხვაობით 134-127 დაამარცხა. ორივე გუნდის შემაგდნელობაში საუკეთესო “ვორიორსის” გამთამაშებელი სტეფ კარი გამოდგა, რომელმაც 44 ქულით და 10 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე ცოტა ხანი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ არასრულ 8 წუთში 6 ქულა დააგროვა. კევინ დიურანტის ანგარიშზე 24 ქულაა. ლოს ანჯელესელთა შორის კი საუკეთესო 21 ქულით და 12 პასით ლუ ვილიამსი გამოდგა. 22 ქულა ჰქონდა გუნდის ახალწვეულს ტობაიას ჰარისს. დანილო გალინარიმ 15 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში.

შარლოტი – ბრუკლინი 111-96
ორლანდო – ნიუ იორკი 113-120
კლივლენდი – ვაშინგტონი 103-110
ჩიკაგო – ფილადელფია 115-116
საკრამენტო – ოკლაჰომა 107-110