კარიმ ჯეისონ ტერისაც გადაასწრო
კარიმ ჯეისონ ტერისაც გადაასწრო

რეჯი მილერი და რეი ალენი. მხოლოდ ეს ორი კალათბურთელიღა დარჩა, რომლებსაც სამქულიანების სროლაში​ სტეფ კარიზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.

ეს რეკორდი კარიმ „ჩიკაგო ბულსთან“ მოგებულ მატჩში დაამყარა. სტეფმა ჯეისონ ტერის გადაასწრო. ამ დროისთვის „გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ გამთამაშებელს 2285 სამიანი აქვს ჩაგდებული. კარისთან ერთად ბრძოლას აგრძელებს კაელ კორვერიც, რომელსაც 2283 სამიანი აქვს კარიერაში ჩაგდებული. მეორე პოზიციაზე რეჯი მილერია (2560). ხოლო პირველ ადგილზე რეი ალენი იმყოფება (2973).