კარიმ განაცხადი შეიტანა საფირმო ჟესტის Night Night-ის სავაჭრო ნიშნად რეგისტრაციაზე #1TVSPORT
„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი თანამედროვე კალათბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. ამიტომაც ხალხი აკვირდება ყველაფერს, რასაც ის აკეთებს მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, ასეთია წარმატებული მოქმედების აღმნიშვნელი ჟესტი Night Night („ძილი ნებისა“), რომელიც გასცდა NBA-ის ფარგლებს.
და ახლა, კარის სურს ამ აღნიშვნის დაპატენტება. როგორც ESPN-ის ჟურნალისტი ნიკ დეპაულა წერს, კარიმ Night Night-ის, როგორც სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა.
ბოლო დროს, სტეფ კარის საფირმო ჟესტი ძალიან პოპულარული გახდა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში/ ბევრმა დაიწყო კარის მიბაძვა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიამ. უსმან დემბელემ, ნეიმარმა და სხვებმა.
იტყობინებიან, რომ Night Night-ის სავაჭრო მარკას გამოიყენებენ ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოებაში. განაცხადი ასევე შეიძლება გავრცელდეს ნივთების 35 კატეგორიაზე, როგორიც არის თეთრეული, ჭურჭელი, საკრივო აქსესუარი და ალკოჰოლური სასმელები.