კარიმ აბდულ-ჯაბარს საკუთარი ნივთები ქველმოქმედების მიზნით აუქციონზე გააქვს
13:47, 27.02.2019
როდესაც ვიგებთ, რომ რომელიმე წარმატებული სპორტსმენი საკუთარ ნივთებს აუქციონზე ყიდის, ეს ძირითადად მათი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო ხდება, თუმცა კარიმ აბდულ-ჯაბარის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია.
„ლეიკერსის“ ლეგენდა სპორტული კარიერის მანძილზე დაგროვებულ ნივთებს აუქციონზე გაიტანს და სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად გაყიდის. გარდა ამისა, კარიმი ბავშვებს საშუალებას მისცემს, რომ მის საგანმანათლებლო ბანაკში ერთი კვირა გაატარონ.
აუქციონზე გასაყიდი ნივთების სიაში 1987-88 წლების სეზონის შორტები, 1980, 1985 და 1988 წლის საჩემპიონო ბეჭდები და 1988 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩის მაისურია.