#კარიკატურა | მაკედონიური შავ-თეთრი მატჩი კვარაცხელიამ გააფერადა
#კარიკატურა | მაკედონიური შავ-თეთრი მატჩი კვარაცხელიამ გააფერადა

„ვიკიპედიაში“ რომ ჩაწეროთ იტალიელი მხატვრის, პინტურიკიოს გვარი, იქვე დაგიწერთ – ასევე იხილეთ ალესანდრო დელ პიერო.

რა კავშირია რენესანსის დროინდელ მხატვარსა და იტალიელ ფეხბურთელს შორის? საქმე მარტივადაა – ალესანდრო ტექნიკურად, ლამაზად თამაშობდა, შეეძლო ერთო ეფექტური მოძრაობით თამაშის ბედის გადაწყვეტა. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას პინტურიკიო.

სკოპიეში მაკედონიისა და საქართველოს მატჩის პირველი ტაიმი მეტად უფერული სანახავი იყო. მისი გამეორებით ყურება შეიძლება ზედმეტად მკაცრ სასჯელთა კატეგორიას მივაკუთვნოთ.

თუმცა მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდა ხვიჩა კვარაცხელია, მოიმარჯვა პალიტრა, ფუნჯი და შავ-თეთრი მატჩი ერთი ფეხის მოსმით გააფერადა…

N. Macedonia-Georgia - great goal