#კარიკატურა | ეგონათ გადაგვყლაპავდნენ - რა დამართა თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოს“
#კარიკატურა | ეგონათ გადაგვყლაპავდნენ - რა დამართა თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოს“

უნდა ნახოთ, რა ამბავი ატყდა რუსეთში ევროპალიგაზე მოსკოვის „დინამოს“ თბილისის „ლოკომოტივთან“ მარცხის შემდეგ.

„შოკი“, „წაგება ნახევრადპროფესიონალ გუნდთან“, „სირცხვილი“, „საფეხბურთო ფსკერი“ და ა.შ. ეს კიდევ გაფილტრული ფრაზებია. 17-18 სექტემბრის რუსულ სპორტულ მედიას თუ გადახედავთ, შეიძლება გული მოგივიდეთ. თუმცა მათზე გაბრაზება, ვისაც დიდი (თავად ასე ჰგონიათ) გუნდის პატარა „ლოკომოტივთან“ წაგება ბოღმით აღავსებს, ნამდვილად არ შეიძლება.

ღიმილით შევხედოთ მოვლენებს და გავიხსენოთ ძველი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მულტფილმი, რომლის გმირის ბედი მოსკოვის „დინამომ“ გაიზიარა.