კარიერის რეკორდი 20 ქულით - ბითაძის ასპროცენტიანი შედეგი „ვაშინგტონთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
კარიერის რეკორდი 20 ქულით - ბითაძის ასპროცენტიანი შედეგი „ვაშინგტონთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მორიგი შეხვედრა გამართა და „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ სტუმრად 123-133 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა წინა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და ამ შეხვედრაში დაბრუნდა. ბითაძე შესანიშნავად გამოიყურებოდა და ქულებში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. მან 23:34 წუთში 20 ქულისა და 6 მოხსნის დაგროვება მოასწრო. გოგამ თამაშიდანაც და საჯარიმოდანაც ყველა სროლა გამოიყენა – მან 3-დან 3 სამქულიანი, 4-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 ერთქულიანი ჩააგდო. „პეისერსის“ ახალგაზრდა ცენტრს +/- მაჩვენებელი +13 ჰქონდა, რაც თავისი გუნდი მხრიდან საუკეთესო შედეგი იყო. ის მეტოქის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.

 

რაც შეეხება მატჩს, „ვიზარდსმა“ პირველი მეოთხედი მოიგო, მაგრამ დიდ შესვენებამდე „პეისერსი“ წინ იგივე სხვაობით გავიდა. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც „ვაშინგტონმა“ 13 ქულით მოიგო და საბოლოო ჯამში უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. მატჩში საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი იყო 27 ქულით, 25 ქულა კრისტაპს პორზინგისს ჰქონდა, 23 ქულა კი კაელ კუზმას ანგარიშზეა.

შემდეგ შეხვედრას ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ 9 მარტს „კლივლენდ კავალიერსთან“ გამართავს.