კარიერაში მეორედ - კრიშტიანუ რონალდუმ გოლი და საგოლე პასი ზედიზედ მესამე მატჩში მიითვალა
იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის პირველ მატჩში ლიდერმა „იუვენტუსმა“ ანგარიშით 3:0 „ფროზინონე“ გაანადგურა. ამ თამაშში გოლი და საგოლე პასი კრიშტიანუ რონალდუმ მიითვალა. ეს იყო ზედიზედ მესამე თამაში, რომელშიც პორტუგალიელს გოლი და შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. აქამდე, თავის კარიერაში რონალდუმ ამგვარ შედეგს მხოლოდ ერთხელ – 2014 წელს, როცა მადრიდის „რეალში“ თამაშის დროს მიაღწია.
კრიშტიანუ 19 გოლით სერია A-ს ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას. „იუვენტუსმა“ უკვე 14 ქულით გაასწრო „ნაპოლის“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.