კარგი შესაძლებლობა ქართული გუნდებისთვის - გიგაურმა აზერბაიჯანული კლუბი დატოვა #1TVSPORT
კარგი ვარიანტი ევროტურნირების მონაწილე ქართული გუნდებისთვის – ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა აზერბაიჯანული გუნდი „შამახი“ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
29 წლის ნახევარმცველის აზერბაიჯანული გუნდიდან წამოსვლა იმის შედეგია, რომ გუნდში პრეზიდენტი შეიცვალა და სანამ ახალი ხელმძღვანელი საქმეში გაერკვევა, გიგაურს დროის დაკარგვა არ სურს – რადგან სეზონისთვის მზადება უკვე დასაწყებია და გაურკვევლობაში ყოფნა არ აწყობს.
გიგაურს „შამახში“ დარჩენის შანსი ჰქონდა, მაგრამ გუნდის პერსონალისგან ჯერ გარკვეული პასუხი არ აქვს, ახალ კონტრაქტის გაფორმებას რა პირობით შესთავაზებენ. ძველი კონტრატქი კი დასრულდა და ახლა ქართველი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტია.
წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მას ახალი ვარიანტები გამოუჩნდა აზერბაიჯანში.