კარგი ამბავი სანაკრებო მატჩებამდე - ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა
ერთა ლიგის პირველი გათამაშების ნახევარფინალამდე საქართველოს ნაკრებისა და მისი გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავია – მცირე ტრავმის შემდეგ მოედანს გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა.
ეს ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურში მოხდა – ქართველი შემტევის გუნდმა, „გენტმა“ საშინაო არენაზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „ბეერსჰოტს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:1.
საქართველოს ნაკრების შემტევი „გენტის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის „რაპიდთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში დაშავდა. გიორგიმ ავსტრიელებთან მატჩის 57-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თავად კი, სამწუხაროდ, თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
საბედნიეროდ, ვერსია, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ე.წ. აქილევსის ქუსლი დაუზიანდა, არასწორი გამოდგა. მხოლოდ კუნთის მსუბუქი დაზიანება აღმოაჩნდა, აღდგენაც მალე მოახერხა და საქართველოს ნაკრების შეკრებაზეც გამოცხადდება.
8 ტურის შემდეგ „გენტმა“ 9 ქულა დააგროვა და 9 ქულით მე-11 ადგილზეა.