კარგი ამბავი კალათბურთის გულშემატკივრებისთვის - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) 31 ივლისს ბრუნდება
კარგი ამბავი კალათბურთის გულშემატკივრებისთვის - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) 31 ივლისს ბრუნდება

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს წამყვანი სპორტული ლიგები გაურკვეველი დროით არის შეჩერებული. კალათბურთის გულშემატკივრებისთვის ახალი კარგი ამბავი ხდება ცნობილი. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA), დიდი ალბათობით, 31 ივლისს განახლდება.

„ი-ეს-ფი-ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროსვკის ინფორმაციით, ლიგა 22 გუნდით განახლდება. იმის გამო, რომ მოგზაურობა ვირუსთან დაკავშირებულ რისკებს შეიცავს, გუნდები ერთ ლოკაციაზე, სავარაუდოდ ორლანდოში კომპანია „ვოლტ დისნეი ვორლდის“ ტერიტორიაზე შეიკრიბებიან. აღნიშნულ ადგილს აქვს პოტენციალი, რომ გუნდებს და თამაშებს უმასპინძლოს.

 

წინასწარი ინფორმაციით, სეზონი 31 ივლისს განახლდება და 12 ოქტომბრამდე დასრულდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გუნდების ხელმძღვანელებსა და ლიგის მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება. გეგმის მიხედვით ასპარეზობას სულ 22 გუნდი განაახლებს. აქედან 16 გუნდი ის იქნება, რომლებსაც პლეი ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, ხოლო დანარჩენი ექვსი გუნდი იქნება ის, რომელიც საპლეიოფო ზონას ექვსი მოგებით ჩამორჩებიან. ადამ სილვერს სურს, რომ პლეი ოფში მოხვედრის შანსი ყველას მისცეს, ვისაც ამის თეორიული შანსი გააჩნია.