პრემიერლიგის ბინადარი „კარდიფი“ აპირებს 27 მარტს აცნობოს ფიფას იმის შესახებ, რომ „ნანტიდან“ ემილიანო სალას შეძენაზე გარიგება გაუქმებულია ფეხბურთელის სიკვდილის გამო. სწორედ ამიტომ, უელსური კლუბი არ გადაუხდის ფრანგულ კლუბს 17 მილიონ ევროს.
„კარდიფის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინგლისის პრემიერლიგამ არ მიიღო ფეხბურთელის რეგისტრაცია, რადგან კონტრაქტში შეცდომა იყო გაპარული. სალა იქამდე დაიღუპა, სანამ შესწორებულ კონტრაქტს მოაწერდა ხელს, შესაბამისად, დოკუმენტი ყალბია და „ნანტს“ თანხა არ ეკუთვნის.
„კლუბებს შორის შეთანხმება შეიცავს მთელ რიგ პირობებს. თუ რომელიმე პუნქტი არ არის დაცული, კონტრაქტი არშემდგარად უნდა ჩაითვალოს და თანხა არ უნდა იქნას გადახდილი“, – წერს გაზეთი „ტელეგრაფი“ (The Telegraph) საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
28 წლის სალა ნანტიდან კარდიფში გადაფრენისას თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ფრანგულმა კლუბმა ფიფაში უჩივლა „კარდიფს“ ტრანსფერის თანხის გადაუხდელობის გამო.