გოგიტა არქანია A ჯგუფის მეორე ბრძოლაში თურქ ევროპის ჩემპიონ და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსან უგურ აკტასს შეხვდა.
75 კგ. წონითი კატეგორიის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა ქართველმა ანგარიშით 3:1 დათმო. ოლიმპიური რეიტინგის პირველ ნომერთან არქანია ფრთხილობდა და დაპირისპირების წუთნახევარი ისე მიილია, რომ სპორტსმენებს შეტევა არ წამოუწყიათ. ბრძოლის დასრულებამდე 58 წამით ადრე თურქმა ფეხის ილეთით ვაზარი მოიპოვა და ანგარიშით 2:0 დაწინაურდა. არქანიამ იუკო მალევე აიღო და ერთი ქულა გაქვითა, მაგრამ ორქულიანი უპირატესობა თურქმა ზუსტი დარტყმით აღადგინა. ბრძოლის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა და სამწუხაროდ არქანიამ ზედიზედ მეორე დაპირისპირება წააგო. შეგახსენებთ, რომ ქართველი კარატეკა დღის პირველ დაპირისპირებაში იაპონელ რიუტარო არაგასთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დამარცხდა.
არქანია VS რიუტარო
სპორტსმენები ხუთკაციან ჯგუფში პირველ, ან მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს მოიპოვებენ და ოქროსთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან განაგრძობენ.