კარატე 2024 წლის ოლიმპიადის პროგრამიდან ამოიღეს #1TVSPORT
კარატე 2024 წლის ოლიმპიადის პროგრამიდან ამოიღეს #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაამტკიცა სპორტის სახეობების სია, რომელიც წარმოდგენილი იქნება პარიზში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე.

პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ჩამონათვალში ვერ ვხედავთ კარატეს. გარდა ამისა, თამაშების პროგრამაში არ იქნება ბეისბოლი და სოფტბოლი. სამაგიეროდ, დატოვეს სერფინგი, სპორტული მეკლდეურობა და სკეიტბორდინგი. პარიზში დებიუტი ექნება ახალ სახეობას – ბრეიკდანსს.

საფრანგეთის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიადა 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.