კაპიტნის უცნაური გადაწყვეტილება - კვარაცხელია თანაგუნდელმა საუკეთესოდ არ დაასახელა
ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ 32 გამოკითხული მწვრთნელიდან და კაპიტანიდან მესამედზე მეტმა, 11-მა დაასახელა, მაგრამ მათ შორის ქართველის თანაგუნდელი, ყაზანის „რუბინის“ კაპიტანი არ ყოფილა – ეს უცნაური ამბავი „სნატ.რუ“-მ (sntat.ru) გააჟღერა.
გამოცემამ „რუბინის“ კაპიტნის ვაიჩესლავ პოდბოროზკინის საქციელს „კაპიტნის უცნაური გადაწყვეტილება“ უწოდა.
„ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს. 19 წლის ფეხბურთელმა პრიზი დამსახურებულად მიიღო. იგი საუკეთესოდ 11 გამოკითხულმა დაასახელა, მათ შორის, მისმა ამჟამინდელმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ. მაგრამ ყაზანური კლუბის კაპიტანმა ვიაჩესლავ პოდბერეზკინმა რატომღაც თნაგუნდელი სამეულშიც არ შეიყვანა. თუმც ბევრი კლუბის კაპიტანი საუკეთესოდ თავის ახალგაზრდა თანაგუნდელს ასახელებდა. უცნაური გადაწყვეტილებაა,“ – წერს „სნატ.რუ“.