კაპელოს ექსასისტენტი კვარაცხელიაზე - ნიჭიერია, მაგრამ იტალიაში ამის დამტკიცება მოუწევს #1TVSPORT
კაპელოს ექსასისტენტი კვარაცხელიაზე - ნიჭიერია, მაგრამ იტალიაში ამის დამტკიცება მოუწევს #1TVSPORT

სპორტულმა მენეჯერმა ორესტე ჩინკვინიმ Tuttomercatoweb.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც „ნაპოლის“ შესაძლო ახალწვეულზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიურ გამოცემას ის რესპონდენტად შემთხვევით არ შეურჩევია – ქართველ თავდამსხმელს, რომელიც ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა, ორესტე ჩინკვინი კარგად იცნობს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში პეტერბურგის „ზენიტში“ მუშაობს.

„ის არის კარგი ფეხბურთელი, რომელმაც შესანიშნავი შედეგები აჩვენა, განსაკუთრებით „რუბინში“ გატარებულ პირველ სეზონში, ხოლო მეორეში ცოტა გაუჭირდა. ვიმეორებ, ის საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენს ლიგაში თავის დამკვიდრება დასჭირდება“, – ამბობს ორესტე ჩინკვინი.

„შეუძლია თუ არა კვარაცხელიას ინსინიეს შეცვლა?“ – ცნობილმა მენეჯერმა კომენტარი ამის შესახებაც გააკეთა: „ფიზიკურად ის ინსინიეს ორეულია. ყოველ შემთხვევაში, ის არის მემარჯვენე, რომელიც მოედანზე მარცხნიდან თამაშობს, როგორც ინსინიე. შევხედოთ, იტალიაში რას იზამს. აქ ტექნიკურ და ტაქტიკურ დონეზე რუსეთის ჩემპიონატთან შედარებით ხარისხი განსხვავებულია“.

ახლო წარსულში კვარაცხელიათი ბევრი კლუბი დაინტერესდა. ეს ფაქტი კვარაცხელიას სასარგებლოდ თუ ლაპარაკობს? ორესტე ჩინკვინი ამოს შესახებ აცხადებს: 

„დიახ, მეტყველებს – „რუბინში“ პირველ წელს მან ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ კოკორინიფიორენტინაში“ გადავიდა და გუდნს ვერ მოერგო. ამიტომ დაველოდოთ, როგორ იქნება“.

ორესტ ჩინკვინი 2017 წლიდან 2018 წლამდე პეტერბურგის „ზენიტის“ სპორტული დირექტორი იყო, ახლა კი რუსულ კლუბში სპორტული დირექტორის ასისტენტია. გამორჩეული საფეხბურთო კარიერა არ ჰქონია. სამენეჯერო კარიერა 1994/95 წლების სეზონში „ფიორენტინაში“ დაიწყო, სამი სეზონი „ბოლონიაში“ მუშაობდა, შემდეგ იყო „ლაციო“, რომელმაც 2004 წელს იტალიის თასი რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით მოიგო. ასევე მუშაობდა „უდინეზეში“, „პარმაში“, „კალიარიში“, 2012 წლიდან 2015 წლამდე იყო რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს ასისტენტი. ის ასრულებდა მენეჯერის მოვალეობას, პასუხისმგებელი იყო ყველაფერზე, რაც გუნდში და მის ფარგლებს გარეთ ხდებოდა. 2017 წლის 13 ივნისს დაინიშნა „ზენიტის“ სპორტულ დირექტორად. 2018 წლის ზაფხულში, „ზენიტმა“ ამ პოსტზე ხავიერ რიბალტა მიიწვია, ჩინკვინი კი მისი თანაშემწე გახდა.