ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ რაუნდში ამსტერდამის „აიაქსი“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ ფაბიო კაპელომ Sky Sports-თან ინტერვიუ ჩაწერა. მან „იუვენტუსს“ რჩევა მისცა. იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ მატიას დე ლიხტი ტურინული გრანდისთვის კარგი ვარიანტი არ არის.
„ჰოლანდიელი მცველები არასდროს მომწონდნენ. მათი სათამაშო დონე იტალიელ ფეხბურთელებთან შედარებით გაცილებით დაბალია. რაც შეეხება „აიაქსს“, მათი რიგებიდან, პირველ რიგში, ტადიჩს გამოვყოფდი. ის შესანიშნავი მოთამაშეა“, – განაცხადა კაპელომ.