იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი „ბარსელონაში” არ უნდა გადავიდეს.
„მის ადგილზე მე „ინტერში” დავრჩებოდი,არგენტინელი კატალონიურ გრანდში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდება,- ციტირებს La Gazzetta dello Sport კაპელოს. – ჩემი აზრით, პანდემიის დასრულების შემდეგ საფეხბურთო ბაზარი დარეგულირდება.
ბოლო პერიოდში აბსურდული ციფრები იყო. იმედია, ახლა გონივრულ დონეზე დავბრუნდებით. მე მიმაჩნია, რომ ერთადერთი კლუბი ესპანეთში, რომელიც არ დაზარალდება – „რეალია”. „ბარსელონა” და „ატლეტიკო” დიდ ფინანსურ ზარალს ნახავენ“, – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.