ქუთაისის „ტორპედომ“ საჩხერეს „ჩიხურა“ 2:0 დაამარცხა და ეროვნული ლიგის სამეულში მოხვედრა ფაქტობრივად გაინაღდა.
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური ივანწმინდაში გამართული ამ შეხვედრით დაიწყო. მატჩის გმირი თორნიკე კაპანაძე იყო. მე-4 წუთზე მისი გადაცემით ანგარიში გრიგოლ დოლიძემ გახსნა, ხოლო მე-15 წუთზე მეტოქის კარი თავად აიღო – ქუთაისელთა თავდამსხმელმა საჩხერელთა კარის ბადე მეტად ეფექტური „მაკრატელათი“ შეარხია.
33 ტურის შემდეგ „ტორპედომ“ 62 ქულა დააგროვა და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, კონკურენტი „ჩიხურა“ უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა,
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 33-ე ტურის თამაშები შაბათ-კვირას გაიმართება:
შაბათი, 24 ნოემბერი, 2018
კოლხეთი 1913 – რუსთავი
დილა – სამტრედია
კვირა, 25 ნოემბერი, 2018
სიონი – ლოკომოტივი
ორშაბათი, 26 ნოემბერი, 2018
საბურთალო – დინამო თბ
შესაძლოა, ჩემპიონის ბედი ამ ტურში გაირკვეს: „საბურთალო“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში პირველ ადგილს ვადამდე გაინაღდებს. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს მეორე არხი შემოგთავაზებთ.