კანტემ „პარი სენ-ჟერმენს“ უარი უთხრა და „ჩელსიში“ გაორმაგებული ხელფასი მიიღო
თითქმის გადაწყვეტილია, რომ საფრანგეთის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე კლუბს არ შეიცვლის.
არადა, ფრანგული პრესა დარწმუნებით იუწყებოდა, რომ 27 წლის საყრდენ ნახევარმცველს პრაქტიკულად ყველა საკონტრაქტო დეტალი ჰქონდა შეთანხმებული „პარი სენ-ჟერმენთან“.
მაგრამ უკანასკნელ წამს, კანტემ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გააუქმა. მიზეზი მოგვიანებით გაირკვა – როგორც გაზეთი „თაიმსი“ (The Times) წერს, „ჩელსიმ“ მსოფლიოს ჩემპიონს ხელფასი გაუორმაგა და კანტე კვირაში 325 ათას ევროს მიიღებს.