საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით „აროსტოკრატების“ ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს. კანტე „ჩელსიში“ 2016 წელს „ლესტერიდან“ გადავიდა და მას შემდეგ ლონდონურ კლუბში ჩატარებულ 81 მატჩში სამი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, პირველ სეზონში, რომელიც კანტემ ლონდონში გაატარა, ჩელსი პრემიერ-ლიგის გამარჯვებული გახდა, თავად ფეხბურთელი კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ წლის მოთამაშედ იქნა დასახელებული.
რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, აქ კანტეს 36 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის მონაწილეობა აქვს მიღებული ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელშიც ფრანგები გამარჯვებულები გახდნენ.