„ჩელსის“ ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტემ, შესაძლოა, ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გააგრძელოს კარიერა, – ამის შესახებ წერს გამოცემა Fichajes.
წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბში“ ეძებენ ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის შემცვლელს და კანტე ამ როლისთვის შესანიშნავ ვარიანტად მიაჩნიათ. თავად 31 წლის ფრანგი მზად არის პრემიერლიგის დასატოვებლად და სხვა ჩემპიონატში გადასასვლელად, თუმცა ადრე იტყობინებოდნენ, რომ კანტემ უარი უთხრა „პარი სენ-ჟერმენს“ და განაცხადა, რომ ინგლისში ბედნიერად გრძნობს თავს.
კანტეს კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. 2021-22 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.