ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჟოაუ კანსელუმ „ვალენსიასთან“ მატჩამდე ჯურნალისტებთან ისაუბრა. როგორც პორტუგალიელმა თქვა, მისთვის ძალიან ემოციური თამაში იქნება, მაგრამ მოედანზე ყველაფერს დაივიწყებს.
შეგახსენებთ, კანსელუ 2014-2017 წლებში სწორედ „ვალენსიაში” თამაშობდა.
„მანჩესტერთან უცნაური მატჩი იყო, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მათზე უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. ზოგჯერ ფეხბურთში ასეთებიც ხდება. ხვალინდელი თამაში ძალიან რთული იქნება. „ვალენსია“ კარგი გუნდია, ბევრი ინდივიდუალისტები ჰყავს და ორგანიზებულად თამაშობს. ჩემთვის განსაკუთრებული თამაშია, რადგან „ვალენსიაში“ სამი წელი ვთამაშობდი. თუმცა, ემოციები გვერდზე უნდა გადავდო, რადგან სამი ქულა გვჭირდება“, – განაცხადა კანსელუმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვალენსიას“ შეხვედრა დღეს თბილისის დროით 00.00 საათზე დაიწყება.