კანკავა InStat-ის მონაცემებით პირველი ტურის სიმბოლურში  მოხვდა
კანკავა InStat-ის მონაცემებით პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა

საფეხბურთო ჩემპიონატი ყაზახეთშიც დაიწყო. პრემიერლიგის პირველ ტურში, “ტობოლმა” (სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველები, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ) ლაშა კასრაძის “ჟეტისუს” ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ყაზახეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფიციალურმა გვერდმა პრემიერლიგის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ჯაბა კანკავა მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ნახევარი წელი უგუნდოდ იყო. 31 წლის ნახევარმცველი ”ტობოლში” წელს ჩაირიცხა და ყაზახეთის პრემიერლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრები ყაზახეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პარტნიორის, კომპანია InStat-ის მთავარ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს. ეს მონაცემებია – ფეხბურთელმა რამდენი კილომეტრი ირბინა მატჩის დროს, რამდენი ორთაბრძოლა მოიგო, რამდენი სპრინტი გააკეთა და ა.შ.