კანისარესმა „ვალენსიაში“ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა - კარგი გარიგებაა, ეს ფანტასტიკური მენეჯმენტია #1TVSPORT
კანისარესმა „ვალენსიაში“ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა - კარგი გარიგებაა, ეს ფანტასტიკური მენეჯმენტია #1TVSPORT

სანტიაგო კანისარესი გიორგი მამარდაშვილს აქებს – „ვალენსიას“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ვარაუდობს, რომ მწვრთნელი ბორდალასიგრანადასთან“ შეხვედრაშიც კვლავ მას დაეყრდნობა.

„ვალენსიას“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა სანტი კანისარესმა „ვალენსიას“ ახალ მეკარეზე ჯერ მოკლე პოსტი გამოაქვეყნა, შემდეგ კი გამოცემა cope.es-თან უფრო ვრცლად ისაუბრა.

„მე ვერ ვხედავ მიზეზს, ეჭვი შევიტანო მამარდაშვილის სანდოობაში და მჯერა, რომ ბორდალასიც ასევე ფიქრობს“, – აცხადებს კანისარესი. თუმცა იცის, რომ ჰოლანდიელი იესპერ სილესენი უკვე გამოჯანმრთელდა და „გრანადასთან“ მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

გიორგი მხოლოდ 20 წლისაა და კანისარესი ამბობს, რომ მამარდაშვილს ნდობა სჭირდება:

„მამარდაშვილთან დაკავშირებით მოთმინებაა გვჭირდება, რადგან ის ახალგაზრდაა და ვარჯიშზე და თამაშებზეც შეცდომებს დაუშვებს, მაგრამ ისიც ცხადია, ეს ბიჭი საკვანძო მომენტებში შეტევებს იგერიებს. მას გაუმართლა, რადგან შეუძლია ფიზიკურად და თეორიულად ძალიან კარგ დონეზე გაიზარდოს, მაგრამ მე მეშინია იმის, რომ არ გადაიწვას“.

ქართველის ჩამოსვლა „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში იგეგმებოდა, რომელიც ესპანური მეხუთე დივიზიონში თამაშობს, მაგრამ მისმა თამაშმა მენეჯმენტის ჩანაფიქრი შეცვალა, ამის გამო კანისარესი „ვალენსიას“ სელექციონერებს აქებს:

„მამარდაშვილის მსგავსი ტრანსფერები რისკს არ შეიცავს და ამას არასოდეს გავაკრიტიკებ. ეს არის ფანტასტიკური მენეჯმენტი. კარგი გარიგებაა? მას მეც შევიძენდი“.

კანისარესის აზრით, მამარდაშვილის გამოჩენა ნიშნავს, რომ ვიღაც უნდა წავიდეს:

„გუნდში ფინანსური დეფიციტი ჯერ არ დასრულებულა, რაც დაახლოებით 17 მილიონი ევროა, მაგრამ „ვალენსიაში“ სილესენის დიდი ხელფასი მის წასვლას ართულებს. ჩემი აზრით, დომენეკის წასვლაც დიდი ხელფასის გამო ძალიან გაჭირდება. ესპანეთის ბაზარს ასეთი დასაქმების შესაძლებლობა არ აქვს. ამ კუთხით კრისტიან რივეროს მართვა უფრო ადვილია“.

მადრიდის „რეალის“ აკადემიის გაზრდილი „ვალენსიას“ 1998 წელს შეუერთდა (1998-2008), ითამაშა 418 ოფიციალური მატჩი და მოიგო რამდენიმე ძირითადი ტიტული, მათ შორის ლა ლიგის ორი ჩემპიონატი და უეფას თასი (2004).

კანისარესმა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში სამ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშა (1993–2006, 46 მატჩი), 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2004 წელს პიტერ შმაიხელმა თქვა, რომ მას „მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო მეკარედ“ მიიჩნევდა.

კანისარესი ამჟამად რალით არის გატაცებული, ამავე დროს, გახლავთ საფეხბურთო კომენტატორი.