ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო მიიჩნევს, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ჩინური „გუანჯოუ ევერგრანდის“ მთავარმა მწვრთნელმა სკუდეტოს შესახებაც ისაუბრა და „ნაპოლის“ ლიონელ მესის ყიდვა ურჩია.
ფაბიოს თვლის,რომ ნეაპოლელები მხოლოდ ასე მოახერხებენ „იუვენტუსს“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში წინააღმდეგობა გაუწიონ.
„ყველას ეგონა, რომ „ნაპოლი“ და „ინტერი“ „იუვენტუსის“ დომინაციას შეწყვეტდნენ, მაგრამ „ბიანკონერის“ როგორც ჩანს, თავისი გეგმები აქვს. ტურინელებმა რონალდო შეიძინეს, რადგან გუნდს ახალი ვარსსკვლავი სჭირდებოდა. „ნაპოლის“ ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია „იუვენტუსის“ დამარცხება სკუდეტოსთვის ბრძოლაში – ლიონელ მესის შეძენით.
გამიხარდება თუ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას, ხოლო „ნაპოლი“ ევროპა ლიგას მოიგებს. ეს იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან კარგი იქნება. მე ვთამაშობდი „პარმაში“, რომელიც ბოლო იტალიური გუნდია, რომელმაც ევროპა ლიგა მოიგო“, – განაცხადა კანავარომ.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარო „იუვენტუსის“ რიგებში 2004-2006 და 2009-2010 წლებში თამაშობდა.