21 დეკემბერს ესპანეთის „ლიგა ენდესაში” გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე” ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიას” უმასპინძლებს.
„ტენერიფემ” მოახლოებულ შეხვედრას სპეციალური ვიდეო მიუძღვნა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი, გუნდის ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინია. პრომოსთვის „ვარსკვლავური ომების” თემატიკა შეარჩიეს.
გიორგი შერმადინი წელს კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს. გასულ 13 ტურში შერმადინის სტატისტიკა ასე გამოიყურება. მატჩში საშუალოდ 26:47 წუთი, 17,7 ქულა, 6.3 მოხსნა, 1.7 პასი. სარგებლიანობის კოეფიციენტი – 23.4
უნდა აღინიშნოს, რომ კარგი სეზონი აქვს ბექა ბურჯანაძესაც. 25 წლის ფორვარდი მოედანზე საშუალოდ 20.01 წუთს ატარებს და ამ დროის განმავლობაში 8.5 ქულას, 3.8 მოხსნას აგროვებს. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 9.2 -ია.
„იბეროსტარ ტენერიფე“ 8 მოგებითა და 5 წაგებით ლიგა ენდესაში მე-4 ადგილზე იმყოფება, „გრან კანარიას” კი 7 მოგება აქვს და მეხუთე-მეთერთმეტე პოზიციებს ინაწილებს.