კანადურმა ჰოკეიმ ლეგენდა დაკარგა #1TVSPORT
კანადურმა ჰოკეიმ ლეგენდა დაკარგა #1TVSPORT

ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტი, ჰოკეის დიდების დარბაზის წევრი ტონი ესპოზიტო 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ NHL-ის კლუბმა „ჩიკაგო ბლეკჰოქსმა“ გამოაცხადა, რომელშიც ესპოზიტო კარიერის დიდი ნაწილი თამაშობდა.

ყოფილი მეკარე კიბოთი იყო ავად.

„ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ და „ბლეკჰოქსმა“ ტონი ესპოზიტოს სახით დაკარგეს ლეგენდა. ჩვენ ვაფასებთ ტონის ცხოვრებას და მის წვლილს „ბლეკჰოქსის“ ისტორიაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ტონი ესპოზიტომ NHL-ში 16 სეზონი ითამაშა და ერთის გარდა, ყველა „ჩიკაგოს“ შემადგენლობაში გაატარა. მან სამჯერ მოიგო სეზონის საუკეთესო მეკარის პრიზი (1970, 1972 და 1974 წლებში), იყო სეზონის საუკეთესო დებიუტანტი (1970). ესპოზიტო რჩება „ჩიკაგოს“ აბსოლუტურ ლიდერად „მშრალი მატჩებისა“ (74) და მოგებების (418) რაოდენობით.