კანადური რაგბი ლიგის კლუბი სონი ბილ უილიამსს სამ მილიონ აშშ დოლარს სთავაზობს
ახალ ზელანდიელი მორაგბე სონი ბილ უილიამსი 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ღირებულებაც სავარაუდოდ სამი მილიონი აშშ დოლარი იქნება. ეს რაგბის სამყაროში უპრეცენდენტო შეთავაზებაა. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა „რაგბირამა“ (RugbyRama) ავრცელებს.
მისი ხელმოწერის მოპოვება რამდენიმე ინგლისურ კლუბს სურს, თუმცა თავად მორაგბე რაგბი ლიგაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. კანადის „ჩემფიონშიფში“ მოთამაშე „ტორონტო ვულფპეკის“ მფლობელი დევიდ არგაილი აცხადებს, რომ კლუბს 2020 წლისთვის ამზადებს და სონი ბილის რანგის ვარსკვლავების შეძენა სურს.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უილიამსი ჩვენთან გადმოვიდეს. სონი ფენომენალური ათლეტია – რაგბის ლებრონ ჯეიმსი. ეს ტრანსფერი „ლოს ანჯელეს გელექსის“ და დევით ბექჰემის ხელშეკრულების სარაგბო ექვივალენტი იქნება“, – განაცხადა მან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინადადებაზე დათანხმების შემთხვევაში, ახალ ზელანდიელი მორაგბე წლიური ანაზღაურების სახით სამ მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
სონი ბილ უილიამსმა ახალი ზელანდიის ნაკრებში 51 შეხვედრა ჩაატარა და 11 ლელო დადო, ხოლო „ზე რაგბიში“ კი 57-ჯერ ითამაშა.