კანადური ჰოკეის ვარსკვლავს კორონავირუსი აქვს

19:29, 06.10.2020

კანადური ჰოკეის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, „ედმონტონის“ კაპიტანი კონორ მაკდევიდი კორონავირუსით დაავადდა. კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა ჰოკეისტის დადებითი კოვიდ-ტესტი.

როგორც იტყობინებიან, მაკდევიდს დაავადების იოლი სიმპტომები აღენიშნება და საკუთარ სახლში კარანტინში იმყოფება.

გასულ სეზონში 23 წლის კანადელმა 68 მატჩი ჩაატარა რეგულარულ სეზონში და 106 ქულა დააგროვა – 39 გოლი და 67 შედგიანი გადაცემა. „ედმონტონი“ გავიდა პლეი ოფში, სადაც წააგო პირველი წრის სერია „ჩიკაგოსთან“.

მსგავსი