კანადური ჰოკეის ლეგენდა „ტორონტოში“ გადავიდა
კანადური ჰოკეის ლეგენდა „ტორონტოში“ გადავიდა

ლეგენდარულმა კანადელმა ფორვარდმა ჯო ტორნტონმა კონტრაქტი გააფორმა „ტორონტოსთან“. ამის შესახებ კანადური კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

41 წლის ჰოკეისტთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ტორნტონი 700 ათას დოლარს გამოიმუშავებს. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 2020-21 წლების სეზონის დაწყებამდე, ფორვარდი შვეიცარიის „დავოსში“ ითამაშებს, რომელთანაც ამ დღეებში გააფორმა კონტრაქტი.

ტორნტონი 1997 წლის დრაფტის პირველი ნომერია. მან მთელი კარიერა „სან ხოსეში“ გაატარა, 1815 მატჩი ჩაატარა და 1642 ქულა დააგროვა. ფორვარდი 2010 წელს კანადის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ასევე ორჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი – 2004 და 2016 წლებში.