კანადელმა მოციგურავეებმა ტესა ვირჩუმ და სკოტ მოირმა კარიერის დასრულება გამოაცხადეს. თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ მათ „ტვიტერის“ მეშვეობით ამცნეს გულშემატკივრებს.
„22 წლის შემდეგ, როგორც ჩანს, დადგა შესაფერისი დრო სპორტიდან წასასვლელად. ეს ძალიან პირადი და ემოციურია ორივესთვის. ჩვენ, უბრალოდ, ძალიან მადლიერნი ვართ. გაგვიმართლა, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი გავუზიაროთ საკუთარ თავს და ყველა თქვენთაგანს“, – თქვა ვირჩუმ.
„არ შემიძლია სიტყვებით გამოვხატო, თუ რას ნიშნავდა ეს 22 წელი. მე არ ვაპირებ ემოციურობის გამოხატვას. ეს ჩემი პირველი სელფ-ვიდეოა ცხოვრებაში და არ ვაპირებ მასში ტირილს“, – დაამატა მოირმა.
ვირჩუმ და მოირმა ერთად გამოსვლა 1997 წელს დაიწყეს. ისინი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები არიან – ორჯერ ერთეულებში და ერთხელ გუნდურში. ასევე სამჯერ იყვნენ მსოფლიოს ჩემპიონები.