კანადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით 500 მილიონ დოლარს გამოყოფს
კანადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით 500 მილიონ დოლარს გამოყოფს

კანადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით 500 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ ბალიში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა.

აღნიშნული თანხით გათვალისიწნებულია უკრიანის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო, სადაზვერვო და საკომუნიკაციო აღჭურვილობის, ასევე საწვავისა და სამედიცინო მასალების მიწოდება.

ამას გარდა, კანადა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. შეზღუდვები შეეხება რუსეთის მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სექტორების 23 წარმომადგენელს, მათ შორის პოლიციის ოფიცრებს, გამომძიებლებს, პროკურორებს, მოსამართლეებს, ციხის თანამშრომლებს, რომლებიც რუსი ოპოზიციონერების წინააღმდეგ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევებთან არიან დაკავშირებულები.

უკრიანაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ, კანადამ სანქციები დაუწესა 1 400-ზე მეტი ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

„კანადა განაგრძობს უკრიანის დახმარებას, რომელიც იცავს თავის ტერიტორიას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას რუსეთისგან. ეს დამატებითი სამხედრო დახმარება მხარს დაუჭერს უკრაინელებს მაშინ, როდესაც ისინი განაგრძობენ მამაცურად ბრძოლას ვლადიმერ პუტინის უკანონო ინტერვენციის წინააღმდეგ, ახალი სანქციები კი ზეწოლას გააძლიერებს მათზე, ვინც მხარს უჭერს ომის ამ ქმედებებს. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად, გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა პასუხი ვაგებინოთ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მისი სასტიკი ქმედებებისთვის“, – განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ.