კანადა, ინგლისი და საფრანგეთი ლიდერობენ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე დასასწრები შეძენილი ბილეთების რაოდენობით #1TVSPORT
კანადა, ინგლისი და საფრანგეთი ლიდერობენ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე დასასწრები შეძენილი ბილეთების რაოდენობით #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა მომავალი ტურნირის მატჩებზე დასასწრები 1.8 მილიონი ბილეთი გაყიდეს, – იტყობინება ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრესსამსახური.

ყველაზე მეტი ბილეთი მასპინძელი ქვეყნის ყატარის მაცხოვრებლებმა შეიძინეს. შემდეგ მოდიან – კანადა, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ესპანეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ამერიკის შეერთებული შტატები.

ბილეთების რეალიზაციის მომდევნო ეტაპი პარასკევს დაიწყო და 16 აგვისტომდე გაგრძელდება.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება.