„კამპ ნოუზე“ შაკირა და რობი უილიამსი მესის პატივსაცემად იმღერებენ
„კამპ ნოუზე“ შაკირა და რობი უილიამსი მესის პატივსაცემად იმღერებენ

უახლოეს ხუთშაბათს, 31 იანვარს,„ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ ლიონელ მესის პატივსაცემად მასშტაბური კერძო საღამო გაიმართება, – იტყობინება MundoDeportivo.

მისი ორგანიზატორი თავად არგენტინელი ფორვარდია. საღამოს მთავარი მოვლენა ​ცირკ Cirque du Soleil-ის პროგრამის პრეზენტაცია, რომელსაც „მესის ცირკი“ ჰქვია.

საღამო „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის ესპანეთის თასის მატჩის მეორე დღეს გაიმართება და მასზე შაკირასა და რობი უილიამსის გამოსვლა იგეგმება. ელოდებიან დაახლოებით ორასამდე სტუმარს, მათ შორის, „ბარსელონას“ ფეხბურთელებსა და მესის მეგობრებს.

არგენტინელმა სტუმრებს ფოტოების გადაღება და ვიდეოს ჩაწერა კატეგორიულად აუკრძალა, რადგან Cirque du Soleil-ის სურს ბარსელონურ პრემიერამდე თავისი შოუს ელემენტები სიურპრიზად შეინახოს. შოუს, რომელშიც მესის ფიგურა ცენტრალური გახდება, ბარსელონაში შემოდგომაზე წარმოადგენენ.

უფრო ადრე, ლიონელ მესიმ Instagram-ში თავის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც Cirque du Soleil-ის მაისური აცვია და ჯამბაზის წითელი ცხვირით ჟონგლიორობს.