ორშაბათს, „ბარსელონას“ საშინაო არენა „კამპ ნოუზე“ კატალონიური კლუბის ლეგენდის იოჰან კრუიფის ძეგლი წარადგინეს. ბრინჯაოს ქანდაკება 3500 კილოგრამს იწონის და მისი სიმაღლე 3.5 მეტრს უტოლდება.
ქანდაკების შექმნას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდა. მისი ავტორი ჰოლანდიელი სკულპტორი კორი ამერლაანია.
კრუიფი „ბარსელონაში“ 1973-78 წლებში გამოდიოდა. გუნდთან ერთად ის თითოჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ესპანეთის თასის მფლობელი. ჰოლანდიელი 1988-96 წლებში „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი იყო და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო გუნდმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა თასი.