„კამპ ნოუ“ ტერორისტულ აქტს გადაურჩა
„კამპ ნოუ“ ტერორისტულ აქტს გადაურჩა

ჯიჰადისტების ტერორისტული დაჯგუფება, რომელმაც 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში ტერაქტი მოაწყო, სამი დღის შემდეგ შეტევას „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ ამზადებდა.

ტერაქტი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩის დროს იგეგმებოდა, რომელშიც „ბარსელონა“ „ბეტისს“ ხვდებოდა. ინფორმაცია მატჩისა და სტადიონის შესახებ იპოვნეს ერთ-ერთი ტერორისტის მოჰამედ ჰიშამის ტელეფონში.

მიაჩნიათ, რომ ტერაქტი მზადდებოდა იმ შეტევის სცენარით, რომელიც 2015 წლის ნოემბერში, პარიზის „სტად დე ფრანსის“ სტადიონთან მოხდა, – წერს გაზეთი El Periodico.

ბარსელონას ტერაქტისას 13 ადამიანი დაიღუპა და 100 ადამიანზე მეტი დაიჭრა.