კიდევ ერთი დრამატული ფინალი პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე.
მამაკაცებს შორის დიდი ტრამპლინიდან ხტომაში მედლებისთვის ბრძოლა ნორვეგიელების დომინირებით მიმდინარეობდა და როდესაც მხოლოდ ხუთი გამომსვლელი იყო დარჩენილი, პირველი სამი ადგილი სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ეკავათ. თუმცა, ამ ნორვეგიულ იდილიაში ჯერ გერმანელი ანდრეას ველინგერი ჩაერია, რომელმაც რობერტ იოჰანსონს წაართვა პირველი ადგილი, შემდეგ კი პოლონელი კამილ შტოხი, რომელიც საბოლოოდ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
შედეგად, ველინგერს ვერცხლის მედალი ერგო, ნორვეგიელ რობერტ იოჰანსონს კი ბრინჯაო.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე