მადრიდის „რეალმა“ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგა. საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო ედუარდო კამავინგამ. უსმან დემბელემ ბურთს დააბიჯა ფეხი და შემთხვევით დაეცა კამავინგას მუხლზე.
გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, ფრანგი 2023 წელს ვეღარ ითამაშებს.
ამ მომენტისთვის „რეალს“ ტრავმირებული ჰყავს: ტიბო კურტუა, კეპა არისაბალაგა, ედერ მილიტაო, ორელიენ ჩუამენი, არდა გიულერი და ჯუდ ბელინგემი.
კამავინგას ტრავმის შემდეგ „რეალს“ მხოლოდ სამი ნახევარმცველი დარჩა – ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი და ფედერიკო ვალვერდე. დანი სებალიოსი მხოლოდ ახლა მომჯობინდა და კარლო ანჩელოტი ნიკო პასს ამზადებს „რეალის“ მეორე გუნდიდან.
ინსაიდერ ხოსე ფელიქს დიასის ინფორმაციით, ფიფა „რეალს“ კამავინგას ყოველი გამოტოვებული მატჩისთვის 20 ათას ევროს გადაუხდის. საერთო ჯამში, მადრიდულმა კლუბმა, შესაძლოა, მილიონ ევროზე მეტი მიიღოს.