კამარუ უსმანმა კოვინგტონთან მოახლოვებულ სატიტულო ბრძოლასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონმა კამარუ უსმანმა ლას ვეგასში 2 დღეში გასამართ ბრძოლასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ნიგერიელი მებრძოლი 15 დეკემბერს პირველად შეეცდება ტიტულის დაცვას. მისი მოწინააღმდეგე კოლბი კოვინგტონი იქნება. ერთერთ ინტერვიუში უსმანმა ასეთი კომენტარი გააკეთა
„გეფიცებით, როდესაც ამ ბრძოლაზე ვფიქრობ, მხოლოდ ერთი რამე წარმომიდგენია. ეს კი ოქტაგონზე ჩემს პირდაპირ სისხლში მდგარი კოლბია. მის დასახმარებლად მსაჯების და ექიმების ბრიგადები გახდება საჭირო. თავში მხოლოდ ერთი სცენარი მიტრიალებს და ეს კოვინგტონის განადგურებაა“.