აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) საუკეთესო მებრძოლთა რეიტინგში (P4P) ცვლილებაა. ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, კამარუ უსმანმა გასულ კვირას გილბერტ ბერნსი დაამარცხა და ტიტული მესამედ დაიცვა. ნიგერიელმა ამ შედეგით ლეგენდარული ჯორჯ სენტ პიერის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც დივიზიონში ზედიზედ 12 მოგება ჰქონდა.
მნიშვნელოვანი გამარჯვება უყურადღებოდ არც UFC-ის დაუტოვებია. P4P რეიტნგში კამარუ ერთი საფეხურით აღზევდა და სტიპე მიოჩიჩის აქამდე კუთვნილი მე-4 ადგილი დაიკავა. რეიტინგის პირველ პოზიციას კვლავ ხაბიბ ნურმაგომედოვი ინარჩუნებს.
P4P ტოპ 15
1. ხაბიბ ნურმაგომედოვი
2. ჯონ ჯონსი
3. ისრაელ ადესანია
4. კამარუ უსმანი
5. სტიპე მიოჩიჩი
6. ალექსანდერ ვოლკანოვსკი
7. დასტინ პორიე
8. მაქს ჰოლოვეი
9. დეივესონ ფიგუეირედო
10. პეტრ იანი
11. ჯასტინ გეიჯი
12. რობერტ ვიტეკერი
13. ფრენსის ნგანუ
14. იან ბლაჰოვიჩი
15. კონორ მაკგრეგორი