აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონი კამარუ უსმანი მომდევნო ბრძოლას დიდი ალბათობით ხორხე მასვიდალის წინააღმდეგ გამართავს.
იმ შემთხვევაში თუ ეს ბრძოლა შედგება უნდა ითქვას, რომ უსმანს უპირატესობა პარტერში ბრძოლისას ექნება. დგომში კი უკეთესი მასვიდალი უნდა იყოს, თუმცა მიუხედავად ამისა ჩემპიონს „ყველაზე ცუდი ბიჭის“ დარტყმების როგორც ჩანს არ ეშინია.
მედიასთან უსმანმა მასვიდალთან მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა.
„მოდით ყველაფერი ავწონ-დავწონოთ, რომელი უფრო სახიფათოა დგომში ბრძოლისას, მასვიდალი თუ ვუდლი? ვფიქრობ პასუხის გაცემა რთული არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა ვუდლი უფრო შთამბეჭდავი ძალის მქონე მებრძოლია. ტაირონს შეუძლია ერთი დარტყმით ძირს დაგაგდოს. და რას მეუბნებით, რომ მე მასვიდალზე უფრო უნდა ვინერვიულო ? მან დიაზიც კი ვერ დაანოკაუტა და რატომ უნდა ვინერვიულო?“ – განაცხადა უსმანმა.
დიდი ალბათობით კამარუ უსმანისა და ხორხე მასვიდალის სატიტულო ბრძოლა მიმდინარე წლის ივლისში შედგება.