კამარუ უსმანი ასახელებს შვიდ მებრძოლს თავის წონით დივიზიონში, რომლებიც ხორხე მასვიდალზე უკეთესი მებრძოლები არიან
კამარუ უსმანისა და ხორხე მასვიდალის შესაძლო ბრძოლაზე ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დიდი ალბათობით ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის (welterweight) ჩემპიონი მასვიდალს UFC 252-ის ფარგლებში დაუპირისპირდება.
TSN-თან მიცემულ ინტერვიუში ნიგერიელმა დაასახელა მებრძოლები რომლებიც მისი აზრით ხორხე მასვიდალზე მაღალი დონის არიან.
„ვფიქრობ, რომ მე რა თქმა უნდა სათავეში ვარ. შემდეგ მოდის კოლბი კოვინგტონი. შემდეგ არიან მებრძლები, როგორიც ლეონ ედვარდსი, ტაირონ ვუდლი, ჯოფ ნილი, ვისენტე ლუკე, აბდულ რასაკ ალჰასანი და სანტიანო პონზინიბიო. შემდეგ კი ამსვიდალი” – განაცხადა უსმანმა.