ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კალვინ ფილიპსი სეზონის დარჩენილ ნაწილს „ვესტ ჰემში“ იჯარის წესით გაატარებს, – იუწყება ფაბრიციო რომანო.
ავტორიტეტული სპორტული მიმომხილველის ინფორმაციით, მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას და „ვესტ ჰემს“ სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.
ფილიპსი „მანჩესტერ სიტიში“ „ლიდსიდან“ 49 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში 28 წლის ნახევარმცველმა „სიტის“ შემადგენლობაში მხოლოდ ათი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.